ისტორიული ცვლილება – ანგლიკანურ ეკლესიას პირველი ქალი ხელმძღვანელი ჰყავს
ანგლიკანური ეკლესიის ისტორიაში პირველად, ეკლესიის უმაღლეს რელიგიურ პოზიციაზე ქალი დაინიშნა. 63 წლის სარა მალალი კენტერბერის მთავარეპისკოპოსი გახდა.
ახალმა ლიდერმა განაცხადა, რომ ეკლესიის თანამედროვე გამოწვევებზე ყურადღების გამახვილებას, ქალთა როლის გაძლიერებას რელიგიურ სფეროში და სოციალური სამართლიანობის საკითხების მხარდაჭერას გეგმავს.
“როდესაც ამ ახალი მსახურებისკენ ქრისტეს მოწოდებას ვპასუხობ, ამას ვაკეთებ ღვთისა და სხვებისადმი მსახურების იმავე სულისკვეთებით, რაც მოტივაციას მაძლევდა მოზარდობის ასაკში რწმენის მიღების დღიდან. მსურს, ძალიან მარტივად, წავახალისო ეკლესია, გააგრძელოს სახარებისადმი ნდობის ზრდა, ისაუბროს იმ სიყვარულზე, რომელსაც იესო ქრისტეში ვპოულობთ”,– აღნიშნულია სარა მალალის განცხადებაში.
ანგლიკანური ეკლესია, რომელიც ათასობით წლის ისტორიის მქონეა, ამ ცვლილებით ხელმძღვანელობაში ქალთა წვლილზე მსოფლიო ქრისტიანულ საზოგადოებას მნიშვნელოვან სიგნალს უგზავნის. ზოგადად, ინგლისის ეკლესიაში ქალებს მღვდლად კურთხევის უფლება 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან მიეცათ.