ხათუნა ჟორდანია „ნაციონალებზე“: ურტყით, ჩაქოლეთ, აფურთხეთ და არ დაგავიწყდეთ პანჩურები

მომღერალ ზურა ხაჩიძის ცოლი ხათუნა ჟორდანია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ გუშინდელ ეთერს ეხმაურება და აღშფოთებას გამოთქვამს. როგორც ჟორდანია აცხადებს, მისი გული ვეღარ უძლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უტიფრობას და ტელეგადაცემის ავტორებს მოუწოდებს, რომ ეთერში აღარ მიიწვიონ.
„უკვე ვეღარ უძლებს ჩემი გული ამდენ უტიფრობას, ამდენ ტყუილს, ამდენი არარაობის ტელეეთერში ყურებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თარხან გასვიანს არასდროს არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ ჰქონია. ამაში სრულიად მთელი ქალაქი დამეთანხმება. რაც შეეხება გასვიანების ოჯახს – ვიღაც მახინჯი, უგვარო, არარაობის სალაპარაკო ნამდვილად არ არის. რაც შეეხება 10-ლარიანი დაუბანელი, ბინძური „ნაციონალების“ მარიონეტებს, შეწყვიტეთ ტელეეთერში მათი მოწვევა, თუ არადა, უკვე გადავდივარ უკიდურეს ზომებზე. მოვუწოდებ მთელ თბილისს, ვინც ისე ფიქრობს, როგორც მე – სადაც დაინახავთ ამ აყროლებულებს – ურტყით, ჩაქოლეთ, აფურთხეთ და არ დაგავიწყდეთ პანჩურები… მე ხვალიდან ასე მოვიქცევი…”, – წერს ხათუნა ჟორდანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები