უკრაინამ ნიკარაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნიკარაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.

როგორც უწყება აღნიშნავს, გადაწყვეტილება მოსკოვის პოლიტიკურ მხარდაჭერას უკავშირდება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს პირდაპირ ეხება.

მათივე განცხადებით, ეს ნაბიჯი უკრაინის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება.

ნიკარაგუას მთავრობის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მოსალოდნელია დიპლომატიური განცხადებები მომდევნო დღეებში.

შეგახსენებთ,მანამდე ნიკარაგუას პრეზიდენტმა, დანიელ ორტეგამ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც ორტეგა სრულ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების გაერთიანებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები