კონგოს ყოფილ პრეზიდენტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჯოზეფ კაბილას, სამხედრო სასამართლომ დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა,- ამის შესახებ Theguardian-ი წერს.
ბრალდებები მოიცავს ომის დანაშაულებსა და ღალატს, მკვლელობას, სექსუალურ ძალადობას, წამებასა და აჯანყებაში მონაწილეობას, განსაკუთრებით M23-ის მეამბოხე ჯგუფის მხარდაჭერის გამო, რომელიც აღმოსავლეთ კონგოში კონფლიქტის გამწვავებას უწყობდა ხელს.
კაბილას ასევე დაევალა სახელმწიფოსა და დაზარალებულებისთვის დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურება.
კაბილა, რომელიც 18 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკური მოტივებითაა წარმოებული.
მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.