„აღსრულდა იდიოტის ოცნება, ანუ აფხაზებმა მიიღეს ის, რისკენაც მიისწრაფოდნენ“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რუსეთ- აფხაზეთის ხელშეკრულება შეაფასა. ვაშაკიძემ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე არასაკმარისი აქტიურობის გამო გააკრიტიკა.
ვაშაკიძემ ხელშეკრულება რუსეთის პოლიტიკის ლოგიკურ გაგრძელებად შეაფასა და აფხაზების რუსეთის ფედერაციასთან ასეთ ინტეგრაციას იდიოტის აღსრულებული ოცნება უწოდა.
„ ეს ხელშეკრულება ლოგიკური გაგრძელებაა მთელი იმ ქმედებების ჯაჭვისა, რასაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს. რუსეთმა აქამდეც არაერთი ხელშეკრულება გააფორმა თავისივე საოკუპაციო რეჟიმთან აფხაზეთში და ეს ერთ-ერთი მომდევნო ნაბიჯია. ეს მიმართულია პრაქტიკულად სრული ინტეგრაციისკენ. ამაზეა ნათქვამი, აღსრულდა იდიოტის ოცნება, ანუ აფხაზებმა მიიღეს ის, რისკენაც მიისწრაფოდნენ. ისინი პირისპირ, რუსეთთან ერთი – ერთზე დარჩნენ. რუსეთს ამ რეგიონის სრული გადაყლაპვა უნდა. ჩვენი ხელისუფლების შეცდომა ისაა, რომ საქართველო საერთაშორისო არენაზე ისეთივე აქტიური უნდა დარჩენილიყო, როგორიც ის ადრე იყო. დარბილების და დათმობის პოლიტიკამ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების შემცირება მოგვიტანა“,- აღნიშნა ნიკოლოზ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები