ორბანი: ევროპაში ებრაელებზე თავდასხმების ზრდა მიუღებელია

ევროპაში ებრაელებზე თავდასხმების ზრდა მიუღებელია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

უნგრეთის მთავრობის მეთაური მანჩესტერში, სინაგოგაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება, რასაც სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

„დღეს, იომ კიპურის დღესასწაულზე, მანჩესტერის სინაგოგა ტერორისტული თავდასხმის ობიექტი გახდა. უნგრეთი ნულოვან ტოლერანტობას იჩენს ანტისემიტიზმის მიმართ და ამაყობს, რომ ის ქვეყანაა, სადაც ებრაულ თემებს შეუძლიათ უსაფრთხოდ აღასრულონ თავიანთი რწმენა. ევროპაში ებრაელებზე თავდასხმების ზრდა მიუღებელია. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მსხვერპლთან და მათ ოჯახებთანაა!“ – წერს ორბანი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები