ზელენსკი: პუტინი ტრამპს ატყუებდა, რომ აღმოსავლეთ უკრაინას ორ თვეში დაიპყრობდა

ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოატყუა, რომ რუსეთი ერთ თვეში პოკროვსკს დაიკავებდა, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიას – ორ თვეში დაიპყრობდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„პუტინი ცრუ ინფორმაციას აწვდიდა ტრამპსა და მის გუნდს, რომ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდნენ, რომ ჩვენს ოკუპაციას მოახდენდნენ, რომ ერთ თვეში პოკროვსკში იქნებოდნენ, ხოლო ორ თვეში ლამის უკრაინის მთელ აღმოსავლეთს დაიპყრობდნენ, ხოლო შემდეგ წავიდოდნენ ხარკოვზე, დნეპრზე და შემდეგ კიევში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსები რაღაც რუკებსა და ძალიან უცნაურ დიაგრამებს აჩვენებდნენ.

„ბევრი რამ მინახავს. და აუცილებელია ყველა ამ ნარატივის განადგურება. და ზუსტად ამას აკეთებენ ჩვენი სამხედროები და ზუსტად ამას აკეთებს ჩვენი დიპლომატიური გუნდი“, – დასძინა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები