მაია ფანჯიკიძე აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური კომიტეტის წევრებს შეხვდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის დირექტორს რაინერ ლინდრელს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური კომიტეტის საქმიანობას და მის სამომავლო გეგმებს. როგორც შეხვედრაზე კომიტეტის დირექტორმა რაინერ ლინდრელმა აღნიშნა, ორგანიზაცია დაინტერესებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით და საქართველოში გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაციის ჩამოყვანის სურვილს გამოთქვამს.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, 2015 წლის დასაწყისში ბერლინში გაიმართება კონფერენცია, რომელზეც იმსჯელებენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით) გაფორმების შემდეგ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე.
აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია კონფერენციაზე East Forum, რომელიც გერმანიაში 2015 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები