“სიცოცხლის ნიშნები არ ჩანს” – ინდონეზიაში, სკოლის ნანგრევებში ხალხი კვლავ რჩება

ინდონეზიაში, ჩამონგრეული სკოლის ნანგრევების ქვეშ, სადაც 59 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, სიცოცხლის ნიშნები არ ჩანს, – ამის შესახებ მაშველებმა განაცხადეს.

ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე ხუთი მოსწავლე დაიღუპა და დაახლოებით, 100 დაშავდა.

სამაშველო სამუშაოების დაწყების შემდეგ, ნანგრევებიდან ცამეტი ადამიანი ამოიყვანეს, თუმცა ორი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამაშველო ოპერაციები შენობის არასტაბილური სტრუქტურის გამო რთული იყო.

სამაშველო პროცესი შემდგომი ნგრევის თავიდან ასაცილებლად განზრახ შენელებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები