თავდასხმა მანჩესტერის სინაგოგაში – არის მსხვერპლი

მანჩესტერში, იომ ქიპურის დღესასწაულზე, სინაგოგას ტერიტორიაზე ავტომობილით შევარდნის შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა და ტროტუარზე მყოფი ადამიანების ჯგუფს დაეჯახა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მედიაში ვარაუდობენ, რომ პოლიციელმა დამნაშავის მიმართულებით გაისროლა და იგი გარდაცვლილია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ შემთხვევა განზრახ ქმედება იყოს.

ინციდენტის ადგილი დროებით გადაკეტილია, ტერიტორიაზე საგანგებო სამსახურები და ექსპერტები მუშაობენ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, რომელიც კოპენჰაგენში ევროპელი ლიდერების სამიტზე იმყოფება, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ თავდასხმით „შეძრწუნებულია“.

“ის ფაქტი, რომ ეს იომ კიპურზე, ებრაული კალენდრის უწმინდეს დღეს მოხდა, ამ ყველაფერს კიდევ უფრო საშინელს ხდის“, – თქვა მან.

სტარმერის თქმით, ქვეყნის მასშტაბით სინაგოგებში „დამატებითი საპოლიციო ძალები“ ​​განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები