„აბაშიძე-კარასინის ფორმატი არც უნდა დაწყებულიყო“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი გააკრიტიკა, მისი შეფასებით, აღნიშნული ფორმატი არათუ უნდა შეწყდეს, არამედ თავის დროზეც არ უნდა დაწყებულიყო.
„ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არც უნდა დაწყებულიყო, ეს ქართული დიპლომატიის შეცდომა იყო. ეს ფორმატი თამაშობს ლეღვის ფოთლის როლს იმ უმძიმესი მოვლენების ფონზე, რასაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამუდმებით ახორციელებს. ფორმატი ძალიან გაუგებარი და უმნიშვნელო თემებითაა დატვირთული და სერიოზულს არაფერს გვაძლევს. ეს ფორმატი საქართველოსთვის პოლიტიკურად მავნებელია და მის შეწყვეტას მივესალმები. ჩვენ საქმე გვაქვს აგრესორ და ოკუპანტ ქვეყანასთან, ნებისმიერი მისი ქმედების უკან, თუნდაც ეკონომიკის დარგში, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ჩანაფიქრი იქნება. საქართველოს ეკონომიკის მიბმა რუსეთთან საგარეო ვაჭრობის საკითხზე ძალიან სახიფათოა ჩვენთვის, რადგან ამას პოლიტიკური მიზნებით გამოიყენებენ“, – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები