ნოვოსიბირსკის ხელმძღვანელს შველზე ნადირობისას შემთხვევით ესროლეს და მოკლეს

ნოვოსიბირსკის ოლქის დოვოლენსკის რაიონში, ნადირობის დროს რაიონის ხელმძღვანელი, ალექსანდრე გრიბი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ნოვოსიბირსკის ოლქის პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება.

მონადირეთა ჯგუფი, მათ შორის მსხვერპლი, ნებადართულ ნადირობაზე იმყოფებოდა.

ერთ-ერთმა მონადირემ, რომელიც შველს მისდევდა, ბუჩქებში მოძრაობა შეამჩნია და იმ მიმართულებით გაისროლა. ტყვია გრიბს მოხვდა, რომელიც მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

ინციდენტი 1 ოქტომბერს მოხდა. სამართალდამცავთა ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს. მონადირეს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნადირობაში მონაწილე პირი დაკავებულია და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები