ისრაელმა ღაზას სექტორში დახმარების ათობით გემი გააჩერა, რამაც ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია

ისრაელის ძალებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელი 43 გემიდან, სულ მცირე, 21 დააკავეს, – ამის შესახებ ფლოტილიის ორგანიზატორებმა ხუთშაბათს განაცხადეს.

როგორც ცნობილია, დარჩენილი ნავები ომისგან განადგურებული ანკლავისკენ მიემართებიან.

გემები ეგვიპტის ჩრდილოეთით საერთაშორისო წყლებში მიცურავდნენ და შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც “გლობალური სუმუდის ფლოტილიის” წევრები „სახიფათო ზონას“ უწოდებენ.

ფლოტილია თითქმის 500 აქტივისტისგან შედგება, მათ შორის არიან აქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ნელსონ მანდელას შვილიშვილი მანდლა მანდელა, ბარსელონას ყოფილი მერი ადა კოლაუ და რამდენიმე ევროპელი კანონმდებელი.

ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებული გემების ბორტზე მყოფი აქტივისტები უსაფრთხოდ არიან და ისრაელში გადაიყვანეს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ აქტივისტები უახლოეს დღეებში დეპორტირებულნი იქნებიან და ისრაელის ძალებს უთხრეს, „არ გამოეყენებინათ ძალადობა“.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ისრაელის მიერ ნავების ჩაჭერა და მას „ტერორისტული აქტი“ და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.

ჯგუფის მტკიცებით, ის არ ცვლის თავის მიზანს, დაარღვიოს ღაზას სექტორის ისრაელის მიერ ხანგრძლივი ბლოკადა და პალესტინელებს დახმარება გაუწიოს.

„ისრაელის უკანონო ჩაჭრა ჩვენ ვერ შეგვაშინებს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მისიას ალყის გარღვევისა და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის მიმართულებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის ინსტაგრამ პოსტში.

ისრაელის მიერ ფლოტილიის დაკავებამ ფართო კრიტიკა გამოიწვია, საპროტესტო აქციები გაიმართა მსოფლიოს დიდ ქალაქებში, მათ შორის იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, ბელგიაში, თურქეთში, არგენტინასა და კოლუმბიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები