„სასამართლოს დღევანდელი განაჩენი ჩემში უნდობლობას იწვევს“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ბაჩო ახალაიასთვის 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების ფაქტს გამოეხმაურა და სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდობლობა გამოუცხადა.
„ სასამართლო პროცესი, დღიდან დაწყებისა, ისე უხვად არის დატვირთული ათასი სიმახინჯით და ქართული მართლმსაჯულების სამარცხვინო ეპიზოდებით, რომ ყველაფერ ამის ფონზე ნორმალური ადამიანისთვის დღევანდელი განაჩენი ნდობას ვერ უნდა იწვევდეს. ჩემში ეს განაჩენი უნდობლობას იწვევს“,- აღნიშნა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბაჩო ახალაიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილისა და მეგის ქარდავას მიმართ განაჩენი მოსამართლემ დღეს გამოცხადა. საქმეში ბრალდებულ კიდევ ორ პირს, ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს ნავთლუღის სპეცოპერაციის ღამეს საკონტროლო გასროლით ახალგაზრდების მკვლელობა ედებათ ბრლად. ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა კი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, რუსთავის #1 დაწესებულებაში პატიმრების ცემაში არიან ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები