ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატი უნდა შენარჩუნდეს

ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ამიტომ 2-3 თვეში ერთხელ რომ შევხვდეთ და დაგროვილ პრობლემებზე მეზობლებმა ვისაუბროთ, რაოდენ რთული ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს, ეს არის ბუნებრივი მოთხოვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. აბაშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატი უნდა შენარჩუნდეს.
“რუსეთთან მოლაპარაკებების ეს ფორმატი კომუნიკაციის არხია. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც რუსეთს ამა თუ იმ ფორმით არ ესაუბრება. ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ამიტომ 2-3 თვეში ერთხელ რომ შევხვდეთ და დაგროვილ პრობლემებზე მეზობლებმა ვისაუბროთ, რაოდენ რთული ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს, ეს არის ბუნებრივი მოთხოვნა. მუდმივად კონფროტაციულ ვითარებაში ვერ ვიქნებით. უკრაინას, რომელიც ასეთ რთულ ვითარებაშია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვეტია და სხვადასხვა უწყებებს შორის არის კომუნიკაცია”, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძეს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები ხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები