კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს

კემბრიჯის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის სტანდარტული რეგისტრაცია 1- ოქტომბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათთვის, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაცია 21 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბრის 17:00 საათამდე გასტანს.

“გვიანი რეგისტრაციის საფასური 120 ლარს შეადგენს (დამატებული გამოცდის საფასურს)”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები