სლოვაკეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც მხოლოდ ორი სქესის არსებობას აღიარებს

სლოვაკეთის პრეზიდენტმა სქესის განსაზღვრის საკონსტიტუციო ცვლილებას ხელი მოაწერა.

პეტერ პელეგრინიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც მხოლოდ ორი სქესის არსებობას ადგენს.

ცვლილებების თანახმად, სქესი განისაზღვრება დაბადებისას ბიოლოგიური ნიშნების მიხედვით და მისი ცვლილება ოფიციალურ დოკუმენტებში შეუძლებელი გახდება.

პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტი ასევე ქორწინებაში არმყოფი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანის და სუროგაციის აკრძალვას ითვალისწინებს.

ინიციატივის ავტორების განცხადებით, მიზანია „ტრადიციული ფასეულობებისა და ბიოლოგიური ფაქტორების დაცვა“.

ცვლილებას მხარი სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს 90-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებას უფლებადამცველი ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს ზღუდავს.

ცვლილება ძალაში ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღეში შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები