ფილიპინებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა
ფილიპინებში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 69 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეგიონში, სულ მცირე, 611 ბიძგი დაფიქსირდა. ეპიცენტრი ცენტრალური ცებუს პროვინციის სანაპირო ქალაქ ბოგოს ჩრდილო-აღმოსავლეთით იყო.
ძლიერი ბიძგების შედეგად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა და დაზიანდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხელისუფლებამ სებუს ზოგიერთ ნაწილში “სტიქიური უბედურების მდგომარეობა” გამოაცხადა.