ავსტრიამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
ავსტრიამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა,- ამის შესახებ ავსტრიული სააგენტო APA იუწყება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დიპლომატი ქვეყნიდან უკვე გაემგზავრა.
გადაწყვეტილება უკავშირდება ავსტრიის ენერგეტიკულ ჯგუფ OMV-ში მოღვაწე ყოფილ მაღალჩინოსანსა და დიპლომატს შორის თანამშრომლობასა და კავშირებს, რაც ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყურადღების ქვეშ მოხვდა. საელჩოს თანამშრომელი, თავის მხრივ, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი.
მოსკოვში საპასუხო ზომად ავსტრიელი დიპლომატის გაძევების პირობა დადეს.