მედია: გერმანიაში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს პიროტექნიკა ესროლეს

გერმანიაში დაუდგენელმა პირებმა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს პიროტექნიკა ესროლეს, თუმცა მას არანაირი დაზიანება არ მიუღია.

როგორც ჟურნალი „შპიგელი“ პოლიციისა და ბუნდესვერის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, პოლიცია ინციდენტს იძიებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 26 სექტემბერს, ცელეს ქალაქთან ახლოს მოხდა.

„C-130 სატრანსპორტო თვითმფრინავის აფრენიდან მალევე, უცნობმა თავდამსხმელებმა მას პიროტექნიკა ესროლეს. თვითმფრინავი არ დაზიანებულა და პილოტებმა დაუყოვნებლივ აცნობეს საჰაერო ბაზის საკონტროლო კოშკს“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები