„სავარაუდოდ, მოსალოდნელია“ – ტრამპი მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის მუშაობის შეჩერებას „სავარაუდოდ მოსალოდნელი“ უწოდა და დაფინანსების მოახლოებულ შემცირებაში „დემოკრატები“ დაადანაშაულა.

„არაფერია გარდაუვალი, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს ალბათ სავარაუდოა“, – თქვა ტრამპმა ოვალური კაბინეტიდან და დასძინა: „მე ვერ დავინახე, ​​რომ მათ ოდნავ მაინც დათმეს“.

ეს პესიმისტური პროგნოზი მას შემდეგ გაკეთდა, რაც გუშინ თეთრ სახლში კონგრესის „დემოკრატ“ ლიდერებთან შეხვედრა ჩიხში შევიდა ჯანდაცვის სფეროში დათმობების შესახებ „დემოკრატების“ მოთხოვნების გამო.

როგორც CNN-ი წერს, რამდენიმე საათის შემდეგ, ტრამპმა სოციალურ მედიაში რასისტული, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერს ჰაკიმ ჯეფრისს და სენატის უმცირესობის ლიდერს ჩაკ შუმერს დასცინოდა და რამაც ორ მხარეს შორის უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები