„საქართველოში რომელიმე ქვეყნის მოქალაქეზე ძალადობის საფრთხე არ არსებობს“

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტერორისტული საფრთხის შემცველი ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელთა რიცხვში საქართველოცაა შესული. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანი მიროტაძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გამოეხმაურა.
დეპუტატის განმარტებით, ის ამ დრომდე პირველწყაროდან ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა გავრცელებული შეფასება გადაჭარბებულად მიაჩნია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ძალადობის ზრდას ადგილი არ ჰქონია.
„ ეს შეფასება ნამდვილად გადამეტებულია. არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რომელიმე ადამიანისთვის, რომელიმე ქვეყნის მოქალაქისთვის არსებობს საფრთხე და საშიშროება, რომ ვინმე მასზე იძალადებს. ოჯახში ძალადობა სხვა სეგმენტია, სხვა შემთხვევაში საქართველოში ძალადობის გახშირებული შემთხვევები არ არსებობს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ამ განცხადების სისწორე არ დამეყენებინა ეჭვქვეშ. ამ დრომდე პირველწყაროდან არ მაქვს ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე უფრო დეტალურად გესაუბროთ “,- განაცხადა ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, გერმანიამ საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, რომ საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები