გარემოს ეროვნულ სააგენტოში იტალიელ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით ფლორენციის უნივერსიტეტის (UNIFI) და იტალიური კომპანიის TRE Altamira ექსპერტები იმყოფებოდნენ. სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის ექსპერტებმა ტრენინგი თემაზე – „მოწინავე დისტანციური ზონდირების (სატელიტური) ტექნიკის გამოყენება გეოლოგიური საფრთხეების იდენტიფიკაციისთვის“ გამართეს.

სააგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრის და ტრენინგის მიზანს სხვადასხვა პერიოდის სატელიტური გამოსახულებების შედარება, მეწყრების იდენტიფიცირება, გადაადგილების სიჩქარის და სხვა მახასიათებლების დადგენა წარმოადგენდა.

მსგავსი ტიპის ტრენინგებში გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მონაწილეობა ქვეყანაში გეოლოგიური საფრთხეების შეფასების და მონიტორინგის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები