საფრანგეთის სანაპიროზე ახალგაზრდა მიგრანტის ცხედარი იპოვეს

საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ბულონი-სიურმერის მახლობლად, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ მიგრანტი იყო, რომელიც ლა-მანშის არხის გავლით დიდი ბრიტანეთის მიმართულებით გადასვლას ცდილობდა.

გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამოძიების პირველადი მონაცემებით, ის სავარაუდოდ, ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცია.

როგორც “სიენენი” წერს, ბოლო დღეებში მიგრანტთა მიერ ლა-მანშის გადაკვეთის მცდელობები მკვეთრად გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მხოლოდ გასულ კვირაში 40-ზე მეტი მცდელობა დაფიქსირდა, რაც საფრთხეს უქმნის ასობით ადამიანს, რომლებიც მცირე ზომის ნავებით ცდილობენ დიდი ბრიტანეთის მიმართულებით გადასვლას.

წლის განმავლობაში ლა-მანშის მარშრუტზე უკვე ათეულობით მიგრანტი დაიღუპა. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის გამკაცრებული კონტროლის პოლიტიკა მხოლოდ ზრდის არალეგალური გადაკვეთის რისკებს და ჰუმანიტარულ ვითარებას აუარესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები