მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში, მდინარე რიონის ნაპირზე, ჩარჩენილი ძაღლი გადაარჩინეს

მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში, მდინარე რიონის ნაპირზე, ჩარჩენილი ძაღლი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შეტყობინების შემოსვლისთანავე ადგილზე გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რომლებმაც 3 მეტრიანი ბეტონის ჯებირის მიღმა, ნაპირზე ჩარჩენილი ძაღლი, შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები