,,პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია” – დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი ქალზე, რომლის მკვლელობაც კასპში ყოფილმა ქმარმა სცადა
,,პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი. სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით”,- ამის შესახებ, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, ლაშა იაშვილმა, იმ ქალზე საუბრისას განაცხადა, რომლის მკვლელობაც კასპში ყოფილმა ქმარმა სცადა.
იაშვილი ამბობს, რომ პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია.
,,40-45% არის დამწვრობა, ამას ემატება თერმო-ინჰალაციური, ანუ სასუნთქი გზების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ამ მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს. ბასრი საგნით ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში, თუმცა გულმკერდის ღრუში შემავალი არაა”,- ამბობს ლაშა იაშვილი.
ცნობისთვის, კაცი, რომელმაც კასპში ყოფილი ცოლი დაჭრა და შემდეგ მისი დაწვა სცადა, პოლიციამ უკვე დააკავა.