პარლამენტში ზურაბ აბაშიძეს მოუსმენენ

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მოუსმენენ.
აბაშიძე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზეა მიწვეული. დღის წესრიგით გათვალისწინებულია პრაღაში 16 ოქტომბერს გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები