ზელენსკის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის მართვას არ გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის მართვას არ გეგმავს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის პარლამენტს არჩევნების ორგანიზების თხოვნით მიმართავს.
უკრაინის ლიდერის თქმით, მას ესმის, რომ ხალხს შეიძლება სურდეს ახალი ლიდერი, რომელიც მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხები არჩევნების ორგანიზებას გაართულებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზად არის თანამდებობიდან წასასვლელად, თუ ომის დასრულების შემდეგ ამის საჭიროება იქნება.
მისი თქმით, მისი მიზანი არა თანამდებობებზე კენჭისყრის გაგრძელება, არამედ ომის დასრულებაა.