უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი, – ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დღეს, უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს ხელი მოაწერეს. მივესალმებით ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ სირიელი ხალხის სტაბილურობას.

სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან ჩვენი მოლაპარაკებების განმავლობაში ასევე დეტალურად განვიხილეთ იმედისმომცემი სექტორები თანამშრომლობის განვითარების მხრივ, ორივე ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და მათთვის წინააღმდეგობის გაწევის მნიშვნელობა.

შევთანხმდით, რომ ჩვენს ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე ავაშენებთ”,- წერს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები