ჭეიშვილი – ოპოზიციაზე: მათ ხელში ერთადერთი დანაპირები, რომელიც შეიძლება, იყოს გაცემული, არის ის, რომ მოხდება ქალაქის პარალიზება და კოლაფსი
“მათ ხელში ერთადერთი დანაპირები, რომელიც შეიძლება, იყოს გაცემული, არის ის, რომ მოხდება ქალაქის პარალიზება და კოლაფსი”, – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე საუბრისას აცხადებს.
როგორც ის ამბობს, მათ არ გააჩნიათ არავითარი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, შესაბამისი უნარები იმისთვის, რომ თავი გაართვან ქალაქის ეფექტიანად მართვას.
“ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ არის, გარკვეულწილად, წამოსცდება, თუმცა, მეორე მხრივ, გარკვეული სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის ამაში“, – აცხადებს ჭეიშვილი.