მაკრონი არ მიიჩნევს, რომ ნატომ რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა „გააძლიერონ“ რეაგირება რუსეთის მხრიდან „ახალ პროვოკაციებზე“, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის საჰაერო სივრცეში.

„ეს ნიშნავს, რომ ვინმე თუ კვლავ გიწვევთ პროვოკაციაზე, თქვენ უნდა უპასუხოთ ოდნავ უფრო მძლავრად“, – განმარტა მან.

ამავდროულად, მაკრონი არ მიიჩნევს, რომ ნატომ უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს არღვევენ.

ის დარწმუნებულია, რომ რუსი სამხედროების მიერ ამ „შემოწმებების“ საპასუხოდ „ჩვენ არ უნდა გავხსნათ ცეცხლი“.

რუსეთის წარსული პროვოკაციების კონტექსტში, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ნატომ პროპორციულად უპასუხა, გააძლიერა თავისი თავდაცვა“.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატომ უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს არღვევენ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ამერიკელი პრეზიდენტის განცხადებას „ძლიერი სიგნალი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები