რუსული მედიის ცნობით, კრემლი იმედგაცრუებულია აშშ-თან მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესით

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკიდურესად ნელა მიმდინარეობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც მან რუსულ გამოცემა RBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთი მიიჩნევს, რომ „აშშ-თან ურთიერთობებში გამაღიზიანებელი ფაქტორების“ განხილვის სამუშაოები უნდა დაჩქარდეს, თუმცა ჯერჯერობით პროგრესი ნელია.

პესკოვმა ასევე დასძინა, რომ პუტინი ღიაა ურთიერთობების დარეგულირების პროცესისთვის და სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას ვერ ამჩნევს.

მისივე თქმით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა საშუალებას აძლევს მათ განიხილონ საკმაოდ მგრძნობიარე საკითხები, მათ ერთმანეთთან ნაცნობი და თბილი ურთიერთობა აქვთ.

გარდა ამისა, პესკოვის თქმით, პუტინი კვლავ „მაღალ შეფასებას აძლევს ტრამპის მზაობას, დაეხმაროს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები