სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი ევროკავშირის სანქციებს შეეგუა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირის სანქციებს შეეგუა, თუმცა შეზღუდვების შედეგები ევროპის ეკონომიკისთვის ძალიან სერიოზულია.

„ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ცხრამეტმა სანქციების პაკეტმა მისი ქცევა არ შეცვალა. ისინი [რუსეთი] უფრო მეტად თანამშრომლობენ ჩინეთთან და გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნებთან. სავარაუდოდ, ამ სიტუაციას ევროკავშირზე უკეთ ეგუებიან. თუმცა, ამ სანქციების ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკაზე გავლენის რეალობა ძალიან ძლიერია“, – თქვა ბლანარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები