ინდონეზიის პრეზიდენტი უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ მზადყოფნას აცხადებს

ინდონეზიის პრეზიდენტმა, პრაბოვო სუბიანტომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჯაკარტა მზად არის გაგზავნოს სამშვიდობო ძალები უკრაინაში, თუ ამას შესაბამისი საერთაშორისო მანდატი ექნება.

მისი თქმით, ინდონეზია მზად არის დაეხმაროს საერთაშორისო საზოგადოებას კონფლიქტურ ზონებში მშვიდობის დამყარებაში.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა სამშვიდობო მისიის განხორციელებაში უკრაინაში, სუდანში, ლიბიასა და ღაზაში, თუ გაერო-ს უშიშროების საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს,“ – აღნიშნა სუბიანტომ.

ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, განმარტა, რომ ამ ეტაპზე ოფიციალური მოთხოვნა სამშვიდობო ძალების გაგზავნაზე უკრაინის საზღვრებთან არ ყოფილა.

უწყების ინფორმაციით, ჯაკარტა მშვიდობის დამყარების პროცესში ჩართვას მხოლოდ საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები