დალასში, ICE-ის ობიექტზე სროლა მოხდა – დაღუპულია თავდამსხმელი
დალასში, აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურში (ICE) მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.
მედიის ცნობით, დაღუპულია თავდამსხმელი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანებით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.
“სამართალდამცავ ორგანოებზე, განსაკუთრებით კი ICE-ზე, თავდასხმა უნდა შეწყდეს. ვლოცულობ ამ თავდასხმის შედეგად დაშავებული ყველა ადამიანისთვის და მათი ოჯახებისთვის“, – დაწერა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა X-ზე.