გიორგი ვოლსკი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვაზე: ჩვენ ყოველთვის ვიცავთ დიპლომატიურ ეტიკეტს

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, „დღის ქრონიკაში“ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის იმ მაჩვენებლებით, რომელსაც თავად ევროპული სტრუქტურები აქვეყნებენ.

„ჩვენ ყოველთვის ვიცავთ დიპლომატიურ ეტიკეტს. ბევრ საკითხებთან დაკავშირებით არ ვართ ხისტი, მაგრამ ეს ასე ვერ გაგრძელდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ხაზებია გადასმული. საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის იმ მაჩვენებლებით, რომელსაც თავად ევროპული სტრუქტურები აქვეყნებენ და სადაც შესანიშნავი შედეგები გვაქვს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები