ლონდონის მერი – ტრამპზე: რასისტი, სექსისტი, ქალთმოძულე და ისლამოფობი
ლონდონის მერმა სადიქ ხანმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „რასისტი, სექსისტი, ქალთმოძულე და ისლამოფობი“ უწოდა.
ეს განცხადება მერმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაერო-ში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ტრამპმა თქვა, რომ ლონდონს საშინელი მერი ჰყავს.
ხანის თქმით, ტრამპის განცხადებები და პოლიტიკა სიძულვილის ენას და საზოგადოების დაყოფას ასაზრდოებს.
„ასეთი ლიდერები საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას და თანასწორობას,“ – აღნიშნა მერმა.