ტრამპი – ჯიმი კიმელის ეთერში დაბრუნებაზე: მისი აუდიტორია აღარ არსებობს, ნიჭი ისედაც არასდროს არსებობდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეწამყვან ჯიმი კიმელის დაბრუნებას ABC-ის ეთერში კრიტიკულად გამოეხმაურა.

ტრამპმა ტელეკომპანიას „ეიბისის ყალბი ამბები” (Fake News) უწოდა. კომედიური შოუს წამყვანი დროებით ეთერიდან მოხსნილი იყო, თუმცა ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა და გადაცემა კვლავ დაუბრუნა მაყურებელს.

„ვერ ვიჯერებ, რომ ABC-ის Fake News-მა კიმელს სამსახური დაუბრუნა. მისი აუდიტორია აღარ არსებობს და მისი ნიჭი ისედაც არასდროს არსებობდა.

რატომ უნდათ ასეთი ვინმეს დაბრუნება, რომელიც სასაცილო არ არის და რომელიც ტელეარხს საფრთხეში აგდებს, 99%-ით დემოკრატი ნაგვის როლის თამაშით,“ – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ტრამპისა და კიმელის დაპირისპირება ხანგრძლივი ისტორიის ნაწილია. კომიკოსი არაერთხელ გამოსულა ტრამპის პოლიტიკისა და საჯარო ქცევის მიმართ სატირული კომენტარებით, რაზედაც ტრამპი მწვავე რეაქციებით უპასუხებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები