დრონების დაფიქსირების შემდეგ, კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტებში ფრენები შეჩერდა

დღეს დილით, კოპენჰაგენის აეროპორტმა დრონების დაფიქსირების გამო, თითქმის ოთხი საათის განმავლობაში ყველა აფრენა და დაშვება შეაჩერა.

აღნიშნულის გამო საჰაერო სივრცე დახურეს ოსლოს აეროპორტშიც.

აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა ავიარეისი უახლოეს აეროპორტში გადამისამართდა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ მომხდარში „რუსეთის მონაწილეობას არ გამორიცხავს“.

კოპენჰაგენის პოლიციის კომისრის მოადგილის განცხადებით, დანიისა და ნორვეგიის ხელისუფლება ითანამშრომლებს იმის დასადგენად, არის თუ არა კავშირი ორ ინციდენტს შორის.

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი დრონების გამოჩენის გამო კოპენჰაგენის აეროპორტის დახურვის ფაქტს გამოეხმაურა.

“ყოველთვის, როდესაც უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებენ, მსგავს განცხადებებს აღარ განვიხილავთ. მათი მხრიდან ყოველთვის უსაფუძვლო ბრალდებებს ვისმენთ. მხარე, რომელიც სერიოზულ პოზიციას იკავებს, მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს არ უნდა ავრცელებდეს“, – აღნიშნა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები