სახელისუფლებო კულუარებიდან ალასანიას წინააღმდეგ წერილებს უკვეთავენ – დავით ბერძენიშვილი

 

  საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” ხელმძღვანელის დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, “რესპუბლიკელების” და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს სახელისუფლებო კულუარებიდანაც უკვეთავდნენ, – ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა რადიო “პალიტრის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებდნენ, დღეს ხელისუფლებაში არ არიან. “ქართული ოცნების” ზოგიერთი მომხრე, მაგალითად, “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი, რომელსაც დეკლარირებული აქვს, რომ მაგრად მოსწონს ირაკლი ღარიბაშვილი, ამ დროს მაგრად გვაგინებს “რესპუბლიკელებს”. ბევრია, რომელსაც მაგრად მოსწონს ღარიბაშვილი და გვაგინებს “რესპუბლიკელებს”. ეს ყოველთვის გულწრფელი დამოკიდებულება არ არის – ხანდახან შეკვეთილია ასეთი ტექსტები. ვარკვევ და მაინტერესებს, რატომ არის შეკვეთილი. იყო დრო, მაგალითად შარშან, როცა ამ შეკვეთის წყაროების მატარებელი ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ დღეს აღარ არიან.
ხანდახან სახელისუფლებო კულუარებიდანაც შეუკვეთავენ ხან “რესპუბლიკელების” და ხან ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომელთაც ირაკლი ღარიბაშვილისადმი ერთგულების დამტკიცება სურთ.
“მაგალითად, ხაჩიშვილი გამოდის და ღარიბაშვილს მიმართავს, რომ მის გვერდით დადგება და ბევრ ადამიანს უნდა მის გვერდით დგომა, მაგრამ ეს პროდასავლელი “რესპუბლიკელები”… კახა თარგამაძე სამსახურს სთავაზობს და ეუბნება, აქ ვარ შენს გვედით და ის ცუდი ხალხი რომ არის, პროდასავლელი “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები”… ზოგი გულწრფელია, ზოგი – არა. როგორც ფინანსდებოდა ესა თუ ის ჟურნალისტი და სტატია ყვითელ პრესაში ვანო მერაბიშვილის მიერ, ისევე გრძელდება იგივე სტუქტურების მიერ დაფინანსებები”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები