მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების დროს არეულობის მომზადების ბრალდებით 74 ადამიანი დააკავეს

მოლდოვაში, 22 სექტემბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 74 პირი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი ეჭვმიტანილები არიან 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში, რომლის ტრენინგებსაც სერბეთში გადიოდნენ.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპერაციის უკან რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დგანან და ეჭვმიტანილები დაკავშირებული არიან როგორც მოლდოვის პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე კრიმინალურ დაჯგუფებებთან.

მოლდოვის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროკურატურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ფურტუნემ განაცხადა, რომ წვრთნების მონაწილეებმა დაახლოებით 400 ევრო მიიღეს და მათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ასწავლიდნენ.

როგორც ცნობილია, პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იარაღი, საბრძოლო მასალა, პასპორტები და სხვა სახის მტკიცებულებები ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები