უზბეკეთში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ჯგუფი დააკავეს
უზბეკეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 12-კაციანი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს. ამის შესახებ რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) პრესცენტრი იუწყება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოვლინდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა ადამიანის ორგანოებითა და ქსოვილებით ვაჭრობაში. დაკავებულია 12 პირი“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მედიისთვის გავრცელებულ განცხადებაში.
უზბეკეთის სუს-ის განმარტებით, 2023-დან 2025 წლამდე დანაშაულებრივმა ჯგუფმა 32 პაციენტს თირკმლის და ღვიძლის გადანერგვა ჩაუტარა.
აღნიშნულია, რომ პაციენტებისგან შეგროვებული თანხის ნაწილი კერძო კლინიკასა და დონორებს გადაეგზავნა, დანარჩენი კი ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა. დაკავებულები ასევე ყიდდნენ ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ოპერაციების შემდეგ გაუმჯობესება არ აღენიშნებოდათ.