“ჰამასი” 60-დღიან ზავს ითხოვს

“ჰამასმა” აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი მისწერა, რომელშიც სთხოვს, მის მიერ დაკავებული მძევლების ნახევრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში 60-დღიანი ზავის გარანტია მისცეს.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Fox News-ი, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა და მოლაპარაკებებში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის თანახმად, წერილი ამჟამად კატარში ინახება და ტრამპს კვირის ბოლოს გადაეცემა.

კატარმა ღაზაში დარჩენილი 48 მძევლის გათავისუფლების შესახებ შუამავლობის მცდელობები მას შემდეგ შეაჩერა, რაც ისრაელმა ამ თვის დასაწყისში დოჰაში “ჰამასის” ლიდერების განადგურება სცადა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ “ჰამასის” მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებული დარტყმების შედეგად 61 პალესტინელი დაიღუპა და დაახლოებით 220 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები