ბექა მენთეშაშვილი: მოსახლეობასთან ნებისმიერ დროს კონტაქტზე ვარ, მათი ნებისმიერი გამოწვევა და პრობლემა ვიცი
“მოსახლეობასთან ნებისმიერ დროს კონტაქტზე ვარ, მათი ნებისმიერი გამოწვევა და პრობლემა ვიცი,”- ამის შესახებ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბექა მენთეშაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას „ დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვაზისუბანში დავიბადე, ამ უბნის ყველა ქუჩა ვიცი, ვიცი ამ უბნის გამოწვევები. მოსახლეობასთან ნებისმიერ დროს კონტაქტზე ვარ, მათი ნებისმიერი გამოწვევა და პრობლემა ვიცი, რადგან მათთან შეხვედრებზე იკვეთება. მიმდინარე წლებში უფრო მეტ პროექტებს განვახორციელებთ. ბევრჯერ შევხვდი ახალგაზრდებს, ჩემთვის ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ჩვენი მომავალი არიან. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებ“, – აღნიშნა მენთეშაშვილმა.