დიმიტრი ხუნდაძე – ოპოზიციაზე: უნდა დადიოდნენ ქალაქებში, სოფლებში და საუბრობდნენ საარჩევნო პროგრამით ამომრჩეველთან და არა ის, რომ ბრიუსელსა და ამერიკაში ეძებდნენ რევოლუციისთვის სასურველ თანხებსა და სცენარებს – აქედან გამომდინარე მათი პოლიტიკური მომავალი განწირულია

“თუ მათ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, მათ უნდა ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩეველთან. ისინი უნდა დადიოდნენ ქალაქებში, სოფლებში და საუბრობდნენ საარჩევნო პროგრამით ამომრჩეველთან და არა ის, რომ ბრიუსელსა და ამერიკაში ეძებდნენ რევოლუციისთვის სასურველ თანხებს, სასურველ სცენარებს და მერე ამ სცენარებს მიჰყვნენ. აქედან გამომდინარე მათი პოლიტიკური მომავალი არის განწირული”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია მხარდაჭერას ეძებს ქვეყნის გარეთ, რამდენადაც მათ ქვეყნის შიგნით ამომრჩეველი არ ჰყავთ.

„ოპოზიცია მხარდაჭერას ეძებს ქვეყნის გარეთ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ აქვს მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით, მათ არ აქვთ ამომრჩეველთა თანადგომის იმედი, ამიტომ აქვთ გარე დაფინანსების იმედი, რომ რამენაირად მეტ მოლოტოვის კოქტეილს შეიძენენ, მეტ ტროტილს და უფრო აქტიურ რევოლუციურ სცენარს მოაწვდიან გარედან და შემდეგ მათ აქვთ იმედი, რომ ამას განახორციელებენ, მაგრამ ეს არის განწირული, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ და მცდარად ეძებენ რესურსს, მათი საარჩევნო რესურსის ძიება აჯობებდა ამომრჩეველთან ურთიერთობით და არა ის, რომ მეტი ასაფეთქებელი, ან მეტად მათთვის ეფექტიანი რევოლუციური სცენარი დაიკავონ ხელში და ისე ჩამოვიდნენ საქართველოში“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები