გია ვოლსკი: ცქიტიშვილს და აქუბარდიას შეიძლება მართლაც ეგეთი ცხოვრების პრინციპი გააჩნიათ, რომ საქართველო აუცილებლად ნგრევაში უნდა იყოს
„ცქიტიშვილი და აქუბარდია შეიძლება თავის თავს უკეთებენ რეკლამას, შეიძლება მართლაც ეგეთი ცხოვრების პრინციპი გააჩნიათ, რომ საქართველო აუცილებლად ნგრევაში უნდა იყოს და არჩევნები ამას ხელს არ შეუწყობს,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, თეონა აქუბარდიას და დიმიტრი ცქიტიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მათი შინაარსი ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ამიტომ ძალიან ცუდი თუ დაიშალნენ, რადგან ერთი ჯგუფის და მეორე ჯგუფის აზრი ერთია – საქართველოს რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენონ ზოგმა გარედან, ზოგმა არჩევნებში მონაწილეობით“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, თეონა აქუბარდიამ და დიმიტრი ცქიტიშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ ცოტა ხნის წინ დატოვეს.