მამუკა მდინარაძე: გილოცავთ დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიულ დღეს – თქვენი ქვეყნისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმი განაპირობებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე დაზვერვის სააგენტოს თანამშომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ძვირფასო კოლეგებო,
გილოცავთ დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიულ დღეს. თქვენი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასა და ეროვნული ამოცანების შესრულებაში. გამოწვევებით სავსე სამყაროში თითოეული თქვენგანის ძალისხმევა ფასდაუდებელია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში. თქვენი ქვეყნისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმი განაპირობებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. მადლობას გიხდით თავდადებისა და ღირსეული სამსახურისთვის.
ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს!” -წერს მამუკა მდინარაძე.