შალვა პაპუაშვილი: სხვა წევრებიც განიცდიან ცხვირაბზუებულ დამოკიდებულებას გახარიას მხრიდან – ვადაგასულებად გამოაცხადა ახლა მისი პარტიის ყოფილი წევრები, რომლებიც წამოწეული ჰყავდათ მოლაპარაკე სახეებად
„აქუბარდიას და ცქიტიშვილის შემთხვევაში, ხელი შეაწმინდეს და ვადაგასულები უწოდეს, ბოლოს გახარიაზეც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადენინა, ხელს შეიწმენდენ და ისევე მიაჩოჩებენ და მიატოვებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მშვიდად იხდის თავის სასჯელს,“ – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჯერ სად არიან, სხვა წევრებიც განიცდიან ცხვირაბზუებულ დამოკიდებულებას გახარიას მხრიდან. ვადაგასულებად გამოაცხადა ახლა მისი პარტიის ყოფილი წევრები, რომლებიც წამოწეული ჰყავდათ მოლაპარაკე სახეებად მათ შორის. ვინც ღალატის აქტში ერთვება, ყველას შედეგი არის ეს. აქუბარდიას და ცქიტიშვილის შემთხვევაში, ხელი შეაწმინდეს და ვადაგასულები უწოდეს, ბოლოს გახარიაზეც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადენინა, ხელს შეიწმენდენ და ისევე მიაჩოჩებენ და მიატოვებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მშვიდად იხდის თავის სასჯელს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.