“ნაცმოძრაობას” აქვს ლობისტური ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიასთან და ეს, FARA-ს საშუალებით, არაერთხელ გამხდარა ცნობილი” – გიორგი კახიანი
“ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ლობისტური ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიასთან და ეს, FARA-ს საშუალებით, არაერთხელ გამხდარა ცნობილი”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “ბატონი უილსონის მხრიდან ერთი დღის განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთებულა საქართველოსთან დაკავშირებით და ეს განცხადებები ყოველთვის არის რადიკალიზმის მხარდამჭერი და ხელისუფლების საწინააღმდეგო”.
“ამის უკან დგას ფინანსები და ლობისტური გავლენები,” – განმარტა კახიანმა.
ცნობისთვის, FARA-ს დოკუმენტებით ირკვევა, რომ სააკაშვილის პარტიამ ლობისტურ კომპანია “ნელსონ მალინსთან” 11 ივლისს გააფორმა კონტრაქტი და მას 360 ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადა.