პრემიერი – რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა
რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პოზიციას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, ქვეყანას დაამშვიდებს და ამას ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს.
„რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას. ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოების დამშვიდება, ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ეს არის ის სწორი პროცესი, რომელიც ჩვენ საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ქვეყნის დამშვიდებამდე. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს,”- განაცხადა პრემიერმა.